საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 25. აღიარებითი სარჩელი
Редакция №109 Сверено с действующей редакцией · 14 апр. 2026 г.
1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24-ე მუხლების საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
