2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალებში დაუშვებელია: ა) ქალის რძესთან შედარებით ხელოვნური საკვების უპირატესობის ან მათი იდენტურობის დამადასტურებელი სამედიცინო პერსონალის გამონათქვამის ანდა სხვა რაიმე გამონათქვამის ან გამოსახულების მოთავსება; ბ) იმის მტკიცება, რომ ქალის რძე შეიძლება არ იყოს საკმარისი ჩვილისათვის ან ადრეული ასაკის ბავშვისათვის ანდა მას შეიძლება აკლდეს ბავშვისათვის საჭირო რაიმე ინგრედიენტი. თავი V. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების უფლება-მოვალეობები ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
