1. უფლებამოსილი პირი დაინტერესებული მხარეებისაგან დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში , შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში .
2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონდეს ნათესაური კავშირი ან სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნესოპერატორთან, რომლის კონტროლსაც ახორციელებს. მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს და ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
3. უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ი გადაწყვეტილებ ის დამოუკიდებლობა სა და მიუკერძოებლობაზე. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. კარი IV. პასუხისმგებლობა საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. თავი XV. პასუხისმგებლობა საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსურსათის/ცხოველის საკვ…კონკურენციის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…ეროვნული მარეგულირებელ…შრომის ინსპექციის შესა…
Только для информации — не юридическая консультация.
2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება.
4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 64. საჯარო შეტყობინება 1. ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება.
3. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
4. ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 65. პირის მიერ საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე განხორციელება 1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 1 1 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 66. პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
5. კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული, სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან, განადგურებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს ამ სურსათის ან პროდუქტების ნამდვილ ბუნებაზე, შემადგენლობაზე, თვისებებზე ან სხვა მახასიათებლებზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
10. ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
11. ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 67. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება 1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 68. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 69. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
6. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში სააგენტოსთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9. დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ: ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 70. პასუხისმგებლობა ვეტერინარულ პრეპარატთან და სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ნივთიერებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ან/და ბაზარზე განთავსება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
4. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამომყენებელი ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ საქმიანობის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
7. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ ვადაგასული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების გამოყენება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 71. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა 1. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ცხოველის შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
10. მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 73. სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. მუხლი 73 1 . სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დარღვევა 1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3550 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებან ი
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი