სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Статья 65. პირის მიერ საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე განხორციელება
1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 1 1 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
