ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Статья 26
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტრო კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 27 სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს; ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას; გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს; დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს; თუ საჭიროა, აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას; ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას; ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში; დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში; ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 28 სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო, რომლის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
