ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Статья 30
Редакция №13 Сверено с действующей редакцией · 13 дек. 2024 г.
ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებისათვის ორგანოს გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით, ყველა იმ მონაცემის აღნიშვნით, რომელთა საფუძველზედაც მიღებულია გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტის ასლი გადაეცემა სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას და, შესაბამისად, ტრანსპლანტაციის ბანკს. თავი VIII. სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებები
