აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Всегда актуальная правовая база
2.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, ხოლო უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.
3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს პრეზიდიუმის წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.
6.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე პრეზიდიუმის წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს შეუძლია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarification that the Chairman or their deputy presides over Presidium meetings; no substantive change.
акт об изменении №5454507The first paragraph, sub-point 'a', now explicitly lists the 'Deoccupation, International Relations, Education and Culture Committee' as convening the Supreme Council’s Presidium.
акт об изменении №2384537The article now defines the composition of the committees within the Supreme Council, including those related to conflict resolution, diaspora relations, education, culture, constitutional issues, legal procedures, finance, and sectoral matters.
акт об изменении №2328926Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.