1.საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.
2.უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტი; ბ) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; გ) საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი; დ) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; ე) სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი.
