1.ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.
2.ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.
2.ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Всегда актуальная правовая база
3.ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
4.თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
Изменения, которые прошла эта статья
Requires submission of political platform and bylaws with faction registration applications, reviewed by the Legal Committee.
акт об изменении №5265592Routes documentation for faction registration through the Human Rights/Legal Committee.
акт об изменении №4865045Specifies the rights and obligations arising from faction registration.
акт об изменении №4835151Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.