1.საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს; ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას; გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს; დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს; ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ზ ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს; თ) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას; ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
2.საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
