1.ნადირობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
2.ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
3.ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს და ანაწილებს მართვის ორგანო.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ნადირობა არ დაიშვება.
5.ნადირობის ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
