„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Статья 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია
1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.
3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
