საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Статья 14. შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენცია იარაღის კონტროლის დარგში
იარაღის კონტროლის დარგში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
1. იარაღის, მათ შორის საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვის, შეკეთების და აღდგენის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა);
2. იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული იარაღის აღრიცხვა - რეგისტრაცია;
3. ტირების, სასროლეთების, სასროლო სანადირო სტენდების, იარაღის შემკეთებელი და აღმდგენი სახელოსნოების გახსნის ნებართვის გაცემა;
4. იარაღის (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა) შეძენის, შენახვისა და ტარების წესების შესრულების კონტროლი;
5. იარაღის ჩამორთმევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
