Статья 19. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია
1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს ხელშეკრულების პირობების იდენტური.
2. ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ანაზღაურებს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ხარჯებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
4. სალიცენზიო მოსაკრებელი საკომპენსაციო ნავთობით და გაზით არ ანაზღაურდება. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნავთობისა და გაზის შესახებ
