Только для информации — не юридическая консультация.
კანონის მიზანია: ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა; დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა; ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა; ზ) სატრანსპორტო საშუალებასთან მესამე მხარის დაშვების უზრუნველყოფა (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნავთობისა და გაზის შესახებ