სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 14 13 ან 14 14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისაგან.
3. კრედიტორს კერძო აღმასრულებლისათვის წინასწარი საზღაურის სახით გადახდილი თანხა უბრუნდება აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის პროპორციულად. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ