სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 18^4. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება
აღსრულე ბის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
