სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 58. დავალებული პირის განცხადება
დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს: ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს; გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
