სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 80. ხარჯები
ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა აანაზღაუროს უშუალოდ შემოსავლებიდან. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა. ანგარიშის წარდგენა მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. მმართველის ანგარიში წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
