1.ლიზინგის გამცემის მიერ აღსრულების ორგანოსთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელზედაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ლიზინგი, ლიზინგის გამცემს მფლობელობაში დაუბრუნდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
2.ლიზინგის მოწმობის აღსრულების ორგანოსთვის წარდგენის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.

