სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 90^3. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.
