1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები შეიძლება შეიქმნას: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ფინანსების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში.
