1.კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.
2.კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს კახეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; დ) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება. კარი II . თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ფართობი, მდებარეობა და საზღვრები თავი II. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457- ვებგვერდი, 05.0 4.2011წ. მუხლი 5. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს: ა) თუშეთის დაცული ტერიტორიები: ა.ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი; ა.ბ) თუშეთის ეროვნული პარკი; ა.გ) თუშეთის დაცული ლანდშაფტი; ბ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები: ბ.ა) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ.ბ) ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ.გ) ილტოს აღკვეთილი; გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები: გ.ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი; გ.ბ) ლაგოდეხის აღკვეთილი; დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები: დ.ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი; დ.ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი; დ.გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი; დ.დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი; დ.ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი . საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457 - ვებგვერდი, 05.04.2011წ. თავი III . თუშეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, მდებარეობა და საზღვრები საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
