„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა
1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 1 1 . საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა. 1 2 . საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.
2. ამ მუხლის 1 2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
