1.შეიქმნას ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი 3645 ჰა ტერიტორიაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1984–1994 წლების პროექტით.
