1.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობის გარეშე.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ ამნისტიის თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
