1.პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება: ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); ე) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 56-ე−58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას; ზ) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
