კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Статья 8. მუზეუმ-ნაკრძალი
1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.
2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით.
5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია: ა) არქიტექტურული; ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი); გ) ეთნოგრაფიული; დ) ისტორიული.
6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5553 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
