საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
Статья 11. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. საბჭო: ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას; დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს; ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენისა და იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ; ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს; ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას; თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს; ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას; კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ; მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს; ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე; ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით; პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა; ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას; რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. 3. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, არ მონაწილეობს კენჭისყრაში, თუ საბჭო განიხილავს დირექტორის არჩევისა და დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს. 4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს თანამშრომლებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
История этой статьи· 3
Изменения, которые прошла эта статья
This article now explicitly states that victims of domestic violence who are legally considered indigent (unable to pay) are entitled to free legal assistance if they do not have a retained attorney, and outlines financial criteria for those *not* considered indigent to qualify.
акт об изменении №5499011Replaces the prior article with a new definition and structure for the Legal Aid Council.
акт об изменении №2153480
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
