Статья 8^2. საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს
1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) აიღოს სესხი; ბ) განახორციელოს თავდებობა; გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი; დ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).
2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება; ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
