დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 34. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულების წესი
1. გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.
2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას პრობაციის ბიურო დამსაქმებელს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის თაობაზე.
3. დამსაქმებლისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები 1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.
