Статья 12. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა
1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრანსპორტო საშუალებათა უწესივრობების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია; ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით. გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი; დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
