Статья 5
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 4 сент. 2025 г.
1. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის (ფორმა №2) პირველი-მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების შევსებისას გამოიყენება არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის შევსებისათვის დადგენილი წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის დაკავების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და საფუძველი.
