Статья 26. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“; ბ) „კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“; გ) „ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“; დ) „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1266 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ
