ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 47. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დასაცავად; ბ) მოქალაქეთა მიღებას; გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას; დ) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . თავი V მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
