საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ.
2.პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.
4.დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2444 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №393– ვებგვერდი, 03.04.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Addition of paragraph 4 clarifies continued long-term housing provision for displaced families even after a member's death, based on family size at the time of initial legal act issuance. It excludes inheritance cases for single-person displaced families.
акт об изменении №6459583The amendment expands long-term housing provision obligations to include individuals born after January 1, 2023, whose displaced parents died before receiving long-term housing.
акт об изменении №5646759Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.