ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 10.04.2001, მუხ.
34); ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებული, 1995 წ., №7) მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4734 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.
