1.საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.საქართველოში მყოფი უცხოელი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს.






