1.ამ კანონით აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და სხვა პირის უფლება, დაბრუნდეს თავის თავდაპირველ საცხოვრებელში.
1.ამ კანონით აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და სხვა პირის უფლება, დაბრუნდეს თავის თავდაპირველ საცხოვრებელში.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ეს კანონი ადგენს კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტიებს, რაც გულისხმობს დაზარალებულის უფლებას, მიიღოს უძრავი ქონება, ან თუ მისი საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მიიღოს იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებელი, ხოლო თუ იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის გადაცემა შეუძლებელია, მიიღოს ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.
3.ამ კანონით აღიარებულია შემდგომი კეთილსინდისიერი მცხოვრების უფლება, ფლობდეს ადეკვატურ (სანაცვლო), უსაფრთხო და ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და სხვა უძრავ ქონებას. თავი II. რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.