„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Статья 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
