Статья 214. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლა ან დაბრუნება
1. თუ კონკრეტული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის თანხას, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო: ა) ზედმეტად გადახდილ თანხას გადამხდელს ჩაუთვლის მომავალი საბაჟო ვალდებულებების ანგარიშში; ბ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადამხდელის სხვა საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახდელების სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში.
2. თუ საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების თანხების ჯამს, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო მოთხოვნიდან 45 კალენდარულ დღეში გადამხდელს დაუბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში.
3. თუ გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა საბაჟო გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში, გადამხდელისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომელი საბაჟო გადასახდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა.
4. გადამხდელის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხა სხვა პირის საბაჟო დავალიანების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
