1.თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად არ გამოვლინდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები და დადგინდა, რომ შესრულებულია საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის პირობები და დაცულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და აკრძალვები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება, გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული მთელი საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია რამდენიმე სხვადასხვა სახეობის საქონელი, ამ კარის მიზნებისათვის საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.
3.საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისი ყოფნის ვადის გაგრძელებას, თუ ეს გათვალისწინებულია საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. მუხლი 86. საქონლის გაშვება საბაჟო ვალდებულების არსებობისას 1. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება, დეკლარირებული საქონელი გაიშვება საბაჟო გადასახდელების გადახდის ან/და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ.
2.თუ საგარანტიო უზრუნველყოფა გათვალისწინებულია საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, შესაბამის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევა დასაშვებია მხოლოდ გარანტიის წარდგენის შემდეგ.
