„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება
1. ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება სათანადო საფუძვლის წარმოშობისას, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების (ნამსახურობის წლების ცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომპენსაციის ოდენობა შემდეგ შემთხვევებში გადაანგარიშდება ავტომატურად, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის გარეშე: ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან; ბ) კომპენსაციის მიმღები პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევისას, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევისას, მისი მიღწევის თვის მომდევნო თვიდან; გ) ამ კანონით დადგენილი კოეფიციენტების − ლარის ან/და პროცენტის ან/და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან; დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. თავი IX. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა
