ამ კანონის მიზანია: ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით; ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია; გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები; დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ




