Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დასადგენად ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს მათ ეტიკეტირებაზე, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ასევე ახორციელებს კონტროლს იმპორტისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის განადგურებაზე.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. თავი IV პასუხისმგებლობა
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.