1.პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა იქმნება ამავე პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით და მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის სტატუსი.
2.პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონის საზღვრები და ფართობი, აგრეთვე მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
