Статья 40^2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების დარღვევა
Редакция №21 Сверено с действующей редакцией · 29 апр. 2026 г.
1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
