1.(ამოღებულია).
2.უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
1.(ამოღებულია).
2.უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Всегда актуальная правовая база
3.ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.
4.უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსათვის ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის; ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები); დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.
5.ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა) (ამოღებულია); ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა მონაცემებისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვი ს ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვებს ნებართვის გამცემი აქვეყნებს საჯაროდ.
6.(ამოღე ბულია).
7.(ამოღებულია).
8.(ამოღებულია).
9.(ამოღებულია).
10.(ამოღებულია).
11.ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1972 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი X . პასუხისმგებლობა
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.