Статья 28. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
1. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის აღსაკვეთად; ბ) სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მონაცემების შემოწმების მიზნით; გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, წარმოშობის ან კანონიერების დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების, ასევე სპეციალური ფირნიშების დათვალიერების მიზნით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით ან ხელით გამოხატული ჟესტით. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისათვის, ხოლო გაჩერების მოთხოვნა მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
