1.საქართველოს პარლამენტი კონტრდაზვერვით საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.
2.საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3896 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
